საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

დეკანის მიმართვა

ძვირფასო კოლეგებო და სტუდენტებო,

დღეს ჩემი ბოლო დღეა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის თანამდებობაზე. ამ  ცხრა წლის განმავლობაში ბევრი რამ გამოვიარეთ ერთად, იყო ბევრი სიხარული, გამარჯვება, წარმატება; იყო ბევრი ტკივილი (განსაკუთრებთ ჩვენი კოლეგებისა და სტუდენტების  გარდაცვალებით გამოწვეული...)...

 თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ერთგულად ვემსახურე ფაკულტეტსა და უნივერსიტეტს. რაც შემეძლო და რისი გაკეთების რესურსიც იყო, თავი არ დამიზოგავს...

რასაც მივაღწიეთ, ყველა ჩვენგანის დამსახურებაა და  ნება მომეცით, თითოეულ თქვენგანს გითხრათ გულწრფელი  მადლობა  მეგობრობისა და კოლეგიალობისათვის, გვერდში დგომისა და კომფორტისათვის, თანამშრომლობისა და ოპონირებისათვის.

დღეს განსაკუთრებით მახარებს, რომ ფაკულტეტმა ღირსეული არჩევანი გააკეთა და ასეთი მდიდარი გამოცდილებისა და ინსტიტუციური მეხსიერების მქონე დეკანი აირჩია. ასე რომ, ამ თვალსაზრისითაც  გული მშვიდად მაქვს,  დარწმუნებული ვარ, ქალბატონ დარეჯანთან  ერთად  ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ ფაკულტეტისა და უნივერსიტეტისათვის.

ყველა კეთილ საქმეში კვლავ თქვენ გვერდით მიგულეთ.

კიდევ ერთხელ ყველას გულწრფელ მადლობას მოგახსენებთ!

პატივისცემითა და საუკეთესო სურვილებით

ნანა გაფრინდაშვილი

თარიღი: 19/06/2024